შალვა პაპუაშვილი - მარტივი კითხვაა: უნდა ჰქონდეს თუ არა 20 ადამიანს უფლება ქუჩები გადაკეტოს და ხელი შეუშალოს მილიონნახევრიან ქალაქს? - არა! თუ ამის პრევენციისთვის კანონმდებლობა საკმარისი არ არის, პარლამენტი შესაბამის ზომებს მიიღებს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგი არასამთავრობო ორგანიზაცია „რადიკალი, ექსტრემისტი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნების, მათ შორის სპეცსამსახურების დავალებების შესასრულებლად მოქმედებს “.

შალვა პაპუაშვილი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების თაობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის კრიტიკულ შეფასებას გამოეხმაურა.

„ამ უცხო ქვეყნების მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს რაც შეეხება, შეგახსენებთ მათ განცხადებებს - ისინი პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებენ. ასე რომ, მშვიდად იყვნენ. თუკი არალეგიტიმურია პარლამენტი, რატომ ნერვიულობენ საერთოდ? არანაირი მესამე სექტორი ამ სახით არ არსებობს. მათ მითვისებული აქვთ სახელდებები. სინამდვილეში, ისინი არიან უცხოური ორგანიზაციების და ქვეყნების მიერ დაქირავებული პირები და ორგანიზაციები. ჩვენ ხომ დავინახეთ, მათ აქვთ ერთადერთი მიზანი - ეს არის უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება საქართველოში. ყველა ამ ორგანიზაციის ქცევას კიდევ ერთხელ შევხედეთ, მათ შორის ვნახეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობაც კი არ მიიღეს. სამოქალაქო ვალდებულება რაც არის, ისინიც კი არ შეასრულეს იმიტომ, რომ არიან რადიკალი, ექსტრემისტი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ უცხო ქვეყნების, მათ შორის სპეცსამსახურების დავალებების შესასრულებლად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები ორგანიზებული და მხარდაჭერილი იყო გარედან.

„სხვადასხვა უცხოური ჯგუფის ინტერესი იყო ის, რაც ვნახეთ 4 ოქტომბერს, როდესაც პრეზიდენტის სასახლის შტურმის პარალელურად, განცხადებას განცხადებაზე ავრცელებდნენ უცხოელი პოლიტიკოსები და სახელმწიფოს სხვადასხვა წარმომადგენლები იმ შტურმის მხარდასაჭერად. ეს გადატრიალება სულჩადგმული, ორგანიზებული და მხარდაჭერილი იყო გარედან. ასე, რომ მათი ინტერესების და დავალებების შემსრულებლები არიან ეს ორგანიზაციები. საკითხი არის მარტივი, ყველამ გასცეს ერთ მარტივ კითხვას პასუხი - უნდა ჰქონდეს თუ არა 20 ადამიანს იმის უფლება, რომ გადაკეტოს ქუჩები და ხელი შეუშალოს მილიონ ნახევრიან ქალაქს? არ აქვს. თუკი ამის პრევენციისთვის მოქმედი კანონმდებლობა საკმარისი არ არის, პარლამენტი ყოველთვის შესაბამის ზომებს მიიღებს იმისთვის, რომ კანონმდებლობამ მსგავსი დანაშაულის პრევენცია შეძლოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები