შალვა პაპუაშვილი - 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

იქ, ვინც მივიდა, ყველა მივიდა ერთი მიზნით, დაემხოთ ხელისუფლება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია,რატომ არ გმობენ უცხოელი აქტორები იმ მოვლენებს, რომელიც 4 ოქტომბერს განხორციელდა.

„ხელისუფლების დამხობის შემდეგ მანიფესტი წაიკითხეს, გადაიბარეს ხელისუფლება, ამას ტაში დაუკრეს იქ მყოფმა ადამიანებმა, 5-7 ათასმა ადამიანმა, ვინც იქ იდგა, ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, წავედით და ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებიო, წავიდნენ ჩასაბარებლად და დაიწყეს გასაღების ჩაბარება, პოლიციამ გამოაგდო და ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული პრეზიდენტის სასახლის ტერიტორია და ღობეში რატომ არ იყო დენი გატარებულიო.

საბოლოო ჯამში, რისი თქმა უნდა ოპოზიციას ან მის მედიას. ჩვენ რომ გიჟები ვართ, ვიცით და რატომ არ გაგვაჩერეთ ნაღმებით და ტყვიამფრქვევებითო? სალომე ზურაბიშვილის მიერ პრაღაში გაჟღერებულმა საძაგელმა ტყუილმა ამხილა სახელმწიფო გადატრიალების უკან მდგომი უცხოელების გეგმა. ამიტომ არის სიჩუმე, რატომ არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს? რატომ არ გმობს ევროკავშირის ელჩი? როცა შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, ჰკითხეთ, შარშან ჩვენი საარჩევნო ბანერები რომ დაგმო, ვინ ეკითხებოდა? წელს რატომ არ დაგმო იმ პრეზიდენტის სასახლის შტურმი, რომელსაც აბარებენ რწმუნებათა სიგელს, რომელიც არის მათი მასპინძელი ამ ქვეყანაში. დღეს ყველა დაიმალა და კრინტი არ გვესმის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის