წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე, მონაკოში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერთა შეხვედრას მართავს

დღეს მონაკო გლობალური ჰუმანიტარული გამოწვევების განხილვის ცენტრია. დასავლეთ ევროპის უმდიდრესი ქალაქი-სახელმწიფო უკვე სამი დღეა, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, გლობალურად მზარდ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე იმსჯელონ, შეხედულებები შეაჯერონ და მოქმედების საერთო სტრატეგია დასახონ.

შეხვედრის მასპინძელია მონაკოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა, პრინცი ალბერ II და მონაკოს წითელი ჯვრის ვიცე-პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა, პრინცესა შარლინი. მონაკოს ლიდერთა შეხვედრას ესწრება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, ქეით ფორბსი.

შეხვედრის ინიციატორი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძეა. მისი ხელმძღვანელობით, მონაკოში 45 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპისა და ცენტრალური აზიის ეროვნული საზოგადოებების ლიდერები შეიკრიბნენ. მოწვეულთა შორის არის საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოება. დელეგატები მიმდინარე კვირაში აქტიურად იმუშავებენ, რათა თანამშრომლობის საერთო გეგმასა და მიდგომებზე შეთანხმდნენ.

„დრო აღარ ითმენს! - ჩვენი როლი კი გადამწყვეტია. ეს იქნება მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც მომავალში ჰუმანიტარული მისიების ეფექტიან რეაგირებას განაპირობებს და შესაძლებლობას მოგვცემს, ერთიანი ხედვითა და ძალისხმევით, წვლილი შევიტანოთ უკეთესი მომავლის შექმნაში.

მჯერა, რომ მონაკოს ლიდერთა შეხვედრა რეგიონულ თანამშრომლობას, ერთიანობასა და ადამიანზე ორიენტირებულ ჰუმანიტარულ მოქმედებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს“, - აღნიშნავს ქ-ნი ნათია ლოლაძე და მონაკოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

შეხვედრის დროს ლიდერები ყველა იმ გლობალურ გამოწვევას განიხილავენ, რომლებიც ჰუმანიტარულ საქმიანობაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს: კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა, მიგრაცია, შეიარაღებული კონფლიქტები და მზარდი ჰუმანიტარული საჭიროებები.

მონაკოს ლიდერთა შეხვედრა 12 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდება.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა