დიმიტრი პესკოვი - უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად აშშ-ის ძალისხმევას მივესალმებით

უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად აშშ-ის ძალისხმევას მივესალმებით, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ქნესეთში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ მის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს რუსეთზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა.

„ჯერ რუსეთი უნდა მოვაგვაროთ. ეს უნდა დავასრულოთ. სტივ, მოდი კონცენტრირება რუსეთზე მოვახდინოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

პესკოვის განცხადებით, რუსეთი დონალდ ტრამპის განზრახვას მიესალმება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ასეთ განზრახვებსა და პოლიტიკურ ნებას იმისთვის, რომ ეს მშვიდობიანი გზების პოვნას ხელს შეუწყობს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის გავლენა და პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლების დიპლომატიური უნარები უკრაინულ მხარეს სამშვიდობო პროცესის მიმართ მეტი აქტიურობისა და მზადყოფნისკენ უბიძგებს“, - განაცხადა პესკოვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს