რასა იუკნევიჩიენე - არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა, მაგრამ უვიზო მიმოსვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს და ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს - რეჟიმის მარიონეტები და რეჟიმი შეუძლებელია უვიზო მიმოსვლით სარგებლობდნენ

უნდა ვაღიაროთ და უნდა გავიაზროთ, რომ ამ მომენტისთვის საქართველო კრემლის ყველაზე დიდი გამარჯვებაა, - ამის შესახებ საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

რასა იუკნევიჩიენეს თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების მხრიდან ბრძოლაში მყოფი ქართველების დახმარება "უფრო სუსტი იყო", ვიდრე მათი მოლოდინი, რადგან რამდენიმე ქვეყნის გარდა, სანქციები არასდროს დაწესებულა პასუხისმგებელ პირებზე.

„ქართველები ჯერ კიდევ იბრძვიან თავისი ევროპული სახელმწიფოსთვის. ისინი ჩვენი, როგორც მინიმუმ, პირადად ჩემი, გმირები არიან, მაგრამ დღეს ასევე, უნდა ვაღიაროთ და უნდა გავიაზროთ, რომ ამ მომენტისთვის, საქართველო კრემლის ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ქვეყანა შიგნიდან დაიპყრეს და ეს გუშინ არ დაწყებულა, ეს 2012 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც კრემლს ასევე, უკრაინის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების შიგნიდან დაპყრობა სურდა. მათ იქ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ჰგონიათ, რომ წარმატებას მიაღწიეს საქართველოში. აქ იმისთვის ვართ, რომ ვთქვათ: არ ვეთანხმებით საქართველოს მსგავს შეფასებას და მსგავს დიაგნოზს. ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი ვარ და მგონი, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები სხვადასხვა ჯგუფიდან - ვცდილობდით და ყველაფერს ვაკეთებდით რაც შეგვეძლო, რომ ჩვენს რეზოლუციებში, ჩვენს ანგარიშებში მოგვექცია მიმდინარე ვითარება და საგზაო რუკა, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველებს. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვის, ჩვენთვის - რათა უფრო დიდი დემოკრატია გვქონოდა ევროპულ კონტინენტზე…

ძალიან სამართლიანად და ღიად - ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ხანდახან ინსტიტუტების მხრიდან ბრძოლაში მყოფი ქართველების დახმარება უფრო სუსტი იყო, ვიდრე მოველოდით. რამდენიმე ქვეყნის გამონაკლისით, სანქციები არასდროს დაწესებულა პასუხისმგებელ პირებზე. ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს საფრანგეთის ორდენი და ის საფრანგეთის მოქალაქეა, როგორც მითხრეს. ადამიანი, რომელიც საქართველოში ახლა მიმდინარე ყველა ტრაგედიის უკან დგას. Sputnik-ის სტილის მედია ჯერ კიდევ მუშაობს ჩვენს ინსტიტუტებში და, რა თქმა უნდა, ბევრი რამეა გასაკეთებელი”,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მან ისაუბრა უვიზო მიმოსვლაზეც და განაცხადა, რომ არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა, მაგრამ უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ ჩარჩოშია, კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რაც ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს. ამასთან, ევროპარლამენტარის თქმით, „რეჟიმის მარიონეტები“ შეუძლებელია უვიზო მიმოსვლით სარგებლობდნენ.

"რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას - ევროპარლამენტში არავის არ სურს ქართველი ხალხის დასჯა, არავის, მაგრამ უვიზო მიმოსვლა ძალიან კონკრეტულ ჩარჩოშია, ძალიან კონკრეტული კრიტერიუმები აქვს. ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ისინი. და შეფასებები, გადახედვები ყველა ქვეყანას ეხება, და როგორც მინიმუმ ერთმანეთში ვთანხმდებით, რომ თავის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი პირები - რეჟიმის მარიონეტები და თავად რეჟიმი - შეუძლებელია უვიზო მიმოსვლით სარგებლობდნენ, როგორც აქამდე სარგებლობდნენ. ეს ვარიანტებია მაგიდაზე“, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის