დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მამა დოროთე კომისიაზე ხუთშაბათს პატრიარქის მდივნის მიერ არის მოწვეული

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მამა დოროთე ყურაშვილი კომისიაზე ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს არის მიწვეული.

როგორც ჯაღმაიძე წერს, მამა დოროთეს კომისიაზე მოწვევა პატრიარქის მდივნისგან ეცნობა და ამ საკითხის მასთან რაიმე პირად დაპირისპირებაში განხილვის „ყველა მცდელობა ფუჭია“.

„გილოცავთ სვეტიცხოვლობას!

ეკლესიურმა ხალხმა იცის, მაგრამ იმათთვის ვიტყვი ვისაც“ ტვ პირველი“ ატყუებს.

სრული აბსურდია ამ სიუჟეტში გადმოცემული, მამა ანდრია ჯაღმაიძის კომისია არ არსებობს!

მამა ანდრია კი არ იბარებს, იბარებს კომისია, სადაც პატრიარქის მოსაყდრე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, პატრიარქის მდივანი შედიან წევრებად,

და თუ რომელიმე მღვდელმსახური აცხადებს, რომ კომისიაზე დაძახება, არ ესმის რას ნიშნავს (არ ესმის ვინ იხმობს), განვუმარტავ (თუმცა წესით ყველა სასულიერო პირმა იცის), ეს არის ოფიციალური დაძახება, ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის (ამ შემთხვევაში კათოლიკოს პატრიარქის) ლეგიტიმურ კომისიაზე.

ფუჭია ყველა მცდელობა, ამ საკითხის ჩემთან რაიმე პირად დაპირისპირებაში განხილვისა, მხოლოდ იმის გამო, რომ მიწევს რაიმე ოფიციალური პოზიციის გაცხადება. მით უმეტეს, მამა დოროთეს პატრიარქის მდივნისგან ეცნობა კომისიაზე მოწვევა და არა კერძოდ ჩემგან.

ზოგადად პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც, მნიშვნელოვანი საკითხის დევალვაციის და ჩემს, ერთი სასულიერო პირის ინტერესზე დაყვანის მცდელობაა. თავადაც შედიან ამით შეცდომაში და საზოგადოებაც შეცდომაში შეჰყავთ.

აქვე ვიტყვი, მამა დოროთეს ყოველივე სიკეთეს ვუსურვებ და არავითარი პირადი საკითხი მასთან არ მაქვს.

კომისიაზე, კი მოწვეულია ხუთშაბათს, მოწვეულია პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის მიერ, სადაც, როგორც ზემოთ დავწერე, მღვდელმთავრებიც შედიან”, - წერს ჯაღმაიძე.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა