მედია - პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის საზღვრის გასწვრივ შეტაკებები განახლდა

პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო რეგიონში შეტაკებები განახლდა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პაკისტანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ავღანეთის ჯარებმა „არაპროვოცირებული ცეცხლი“ გახსნეს, რომელიც პაკისტანელებმა მოიგერიეს.

ავღანეთის ხოსტის პროვინციის პოლიციის პრესსპიკერის მოადგილემ, ტაჰირ აჰრარმა შეტაკებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, მაგრამ დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

ცნობისთვის, პაკისტანელ და ავღანურ ძალებს შორის შეტაკებები შაბათსაც მოხდა, რომელიც კვირას, საუდის არაბეთისა და კატარის მოწოდების შემდეგ, შეწყდა, თუმცა პაკისტანსა და ავღანეთს შორის ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიხურა. „თალიბანის“ მთავრობამ განაცხადა, რომ ავღანეთის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის დარღვევების საპასუხოდ, პაკისტანის რამდენიმე სამხედრო პუნქტი დაბომბეს, რის შედეგადაც 58 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. პაკისტანის სამხედრო ძალების ცნობით კი, საზღვრის გასწვრივ საპასუხო ცეცხლის დროს „23 ჯარისკაცი დაკარგეს და 200-ზე მეტი ტერორისტი გაანეიტრალეს“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე