გია ვოლსკი - ელინა ვალტონენის რუსთაველის „პროსპექტზე“ გამოსვლას ჰქონდა პოლიტიკური მიზანიც, რაც ისეთი პროცესების განვითარებას გულისხმობს, როცა სისხლისღვრა გარდაუვალი იქნება - მასაც ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველა ადამიანზე, ვინც დაკავებულია

ელინა ვალტონენის გამოსვლას, მათ შორის, რუსთაველის „პროსპექტზე“, ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური მიზანი, რომელიც გულისხმობს საქართველოში ისეთი პროცესების განვითარებას, როდესაც დაპირისპირება, სისხლისღვრა იქნება გარდაუვალი - მასაც ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველა ადამიანზე, ვინც დაკავებულია და ვისაც განზრახული ჰქონდათ, რომ შეწირულიყო ამ რევოლუციურ პროცესს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი საქციელით, სხვას კანონის დარღვევისკენ მოუწოდა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ეუთოს წევრი ქვეყნების თავმჯდომარე, არანაირად არ არის უფლებამოსილი, ილაპარაკოს ეუთოს სახელით, ვინაიდან ეუთოს შემადგენლობაში ბევრი ქვეყანაა, რომელიც ასეთ დამოკიდებულებას არ იზიარებს.

„მარტო ის რომ ვთქვათ, რომ ეს ვენის კონვენციის დარღვევაა, პრაქტიკულად, არაფერი გვითქვამს. არა მარტო ვენის კონვენციის დარღვევაა, წარმოიდგინეთ, ერთი მხრივ, პატარა ქვეყანა, 20% ოკუპირებული ტერიტორიებით, ომობს თუნდაც სტრასბურგის სასამართლოში, რომ თავისი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი დაიცვას, იგებს, წარმატებები აქვს და ამ დროს, აქ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და კანონის დარღვევისკენ მოუწოდებს სხვას თავისი საქციელით. არა მარტო კანონის დარღვევისკენ, აი, ამ პროცესის განვითარებისკენ, რასაც ჰქვია რევოლუციური სულისკვეთება. მეორე ფინელიც გვახსოვს ხომ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, რომელმაც თქვა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და მას თავს დაესხა მთელი ევრო ბიუროკრატია. დასკვნები გავაკეთოთ. მის გამოსვლას, მათ შორის, რუსთაველის "პროსპექტზე", გარდა იმისა, რომ ჰქონდა დიპლომატიური ეტიკეტის და კონკრეტული კონვენციების დარღვევის ხასიათი და შინაარსი, ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური მიზანი, რომელიც გულისხმობს საქართველოში ისეთი პროცესების განვითარებას, როდესაც დაპირისპირება, სისხლის ღვრა იქნება გარდაუვალი. ყველას, მათ შორის, მასაც ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველა ადამიანზე, ვინც დაკავებულია და ვისაც განზრახული ჰქონდათ, რომ შეწირულიყო ამ რევოლუციურ პროცესს. ასე რომ, ეუთოს შემდეგი თავმჯდომარე ქვეყანა იქნება შვეიცარია და იმედი გვაქვს, რომ იქნება უფრო შინაარსიანი, უფრო სიღრმისეული ცოდნით საკითხების წარმართული ეუთოს საქმიანობა. გარდა ამისა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ეუთოს წევრი ქვეყნების თავმჯდომარე, არანაირად არ არის უფლებამოსილი, ილაპარაკოს ეუთოს სახელით, ვინაიდან ეუთოს შემადგენლობაში ბევრი ქვეყანაა, რომელიც არ იზიარებს ასეთ დამოკიდებულებას, რომელიც ფინეთის წარმომადგენელს გააჩნია. ის საქართველოში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრად იყო წარმოდგენილი," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი მივიდა. ელინა ვალტონენი პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეუთოს თავმჯდომარეს მათი პროტესტის შინაარსზე და გეგმებზე ესაუბრნენ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა