შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბერი იყო დემოკრატიის ზეიმი - წალენჯიხაშიც უმრავლესობა დავიბრუნეთ, რაც აჩვენებს მოსახლეობის სიბრძნეს, რომ არჩევს ბოროტსა და კეთილს - ამ დემოკრატიულ მანდატს ვიღებთ როგორც დასტურს, ჩვენს გადაწყვეტილებებზე

არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ყველაზე დიდი მხარდაჭერა ბოლო 13 წლის განმავლობაში. ამ დემოკრატიულ მანდატს ჩვენ ვიღებთ როგორც დასტურს და დამტკიცებას აქამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილებისა, კანონებისა, რომელსაც ჩვენ ვიღებდით. ამ ყველაფერს ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს დაუსვა მისი დემოკრატიული ბეჭედი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან გამოწვეული პაუზის შემდეგ, პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერი იყო დემოკრატიის ზეიმი.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული პლენარულ სხდომის ფორმატში საქმიანობის პაუზა დასრულდა. დღეიდან განვაახლებთ პლენარული სხდომების რეჟიმსაც. მნიშვნელოვანი არჩევნები იყო იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით დაიხურა ერთი საარჩევნო ციკლი. შარშან, ოქტომბერში, ქართველმა ხალხმა აირჩია საქართველოს პარლამენტი, დეკემბერში საარჩევნო კოლეგიამ აირჩია საქართველოს პრეზიდენტი და წელს, 4 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა აირჩია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობა. ამით ყველა არჩევითი კონსტიტუციური ორგანო არის დაკომპლექტებული. ეს ერთწლიანი ციკლი არჩევნებისა დასრულდა. წინ არის სამი წელი მომავალ არჩევნებამდე, როდესაც ქვეყანას ექნება შესაძლებლობა ცენტრალურ თუ თვითმმართველობის დონეზე მშვიდად გააგრძელოს ქვეყნის წინსვლა იმ გაძლიერებული მანდატით, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. იცით, რომ „ქართული ოცნების“, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მხარდაჭერა გამეორდა, როგორც ეს იყო საპარლამენტო არჩევნებში. 1 200 მლნ ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, შარშან საპარლამენტო არჩევნებში, წელს თვითმმართველობის არჩევნებში კი 1 105 მლნ ხმა, რაც არის რეკორდული მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის. როგორც მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ისე თბილისის მასშტაბით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ყველაზე დიდი მხარდაჭერა ბოლო 13 წლის განმავლობაში, რაც ადასტურებს ხელისუფლების გადაწყვეტილებების სისწორეს, რომ ხელისუფლება არჩევნებს შორის პერიოდშიც ყურს უგდებს თუ რა არის ეროვნული ინტერესი, ხალხის ინტერესი და მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესში. ეს არჩევნებიც იყო დასტური ყველა გადაწყვეტილების სისწორისა. ამ დემოკრატიულ მანდატს ჩვენ ვიღებთ როგორც დასტურს და დამტკიცებას აქამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილებისა, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, კანონებისა, რომელსაც ჩვენ ვიღებდით. ამ ყველაფერს ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს დაუსვა მისი დემოკრატიული ბეჭედი. ამას უნდა გაუსწოროს თვალი ყველამ შიგნითაც და გარეთაც. ყველამ, ვინც დემოკრატიას სცემს პატივს. დემოკრატია არ არის ადვილი, მაგრამ უნდა გაუსწორონ თვალი. შეიძლება ვიღაცას არ მოსწონს რაღაც გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები და არავის აქვს უფლება არ მოსწონდეს მთლიანად ხალხი. ვინც კი ასეთ პოზიციაზეა, ის ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ მას უბრალოდ ქართველი ხალხი არ მოსწონს, ამ არჩევნების შემდეგ თუკი ვინმე ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების უკან სახალხო მანდატს.

4 ოქტომბერი იყო დემოკრატიის ზეიმი, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებისკენ, მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ, ვხედავდით მხარდაჭერას გარედან, ირიბს და სამწუხაროდ, ვიხილეთ პირდაპირი მხარდაჭერა გარედან სახელმწიფო გადატრიალების წინასწარ დაანონსებული შეკრების მიმართ, მაგრამ დემოკრატიამ გაიმარჯვა და ქართველი ხალხი გავიდა არა 4-ში 4 საათზე ქვეყნის გადასატრიალებლად, არამედ 4-ში გავიდა 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე, საკუთარი პოლიტიკური ნების დასაფიქსირებლად. გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, დამარცხდნენ ისინი, რომლებიც ქვეყნის გადატრიალებას, ამ ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნებას აპირებდნენ და რომლებმაც 4-ში საღამოს დადგეს სცენები, რომელიც პირდაპირ იმეორებდა და მეხსიერებაში აბრუნებდა კადრებს, რომელიც ჩვენ 90-იანი წლებიდან გვახსოვს. ერთადერთი სხვაობა იყო, რომ ის კადრები შეიძლება ბევრს შავ-თეთრ ფერებში ახსოვს და ეს ახალი კადრები იყო. თუმცა შინაარსი და ბოროტი სულისკვეთება მსგავსი იყო, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ წარმატებულად ჩატარებული არჩევნები. მნიშვნელოვანია, რომ ის დაპირება რაც მივეცით ჩვენს ამომრჩევლებს, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში, პირველ ტურში გაიმარჯვებდნენ მერობის კანდიდატები და გვექნებოდა 64-ვე მუნიციპალიტეტში უმრავლესობა, ეს დაპირება შესრულდა, მათ შორის წალენჯიხაში „ქართულმა ოცნებამ“ დაიბრუნა უმრავლესობა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი მოსახლეობის სიბრძნეს, რომ ის სწორად ხედავს ყველაფერს, აანალიზებს ყველაფერს. ერთმანეთისგან არჩევს ცუდსა და კარგს, ბოროტსა და კეთილს და იღებს ბრძნულ გადაწყვეტილებებს. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს ამომრჩევლებს, რომლებმაც 4 ოქტომბერს ბრძნული ნაბიჯი გადადგეს დემოკრატიულ პროცესში საკუთარი მონაწილეობით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში