ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ ესპანეთის წვლილი და ერთგულება უდავოა

ესპანეთი ნატო-ს სანდო წევრია და ამჟამად ალიანსის ფარგლებში 3 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, - ასე გამოეხმაურა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას „ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ ესპანეთის წვლილი და ერთგულება უდავოა“, - განაცხადა ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესპანეთს სავაჭრო სანქციებით, მათ შორის ტარიფებით, დაემუქრა და უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ესპანეთი თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქციის 5%-მდე არ ზრდის.

„ძალიან უკმაყოფილო ვარ ესპანეთით. ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც თავისი რიცხვი 5%-მდე არ გაზარდა. ამიტომ ესპანეთით უკმაყოფილო ვარ. ვფიქრობ მათთვის სავაჭრო სანქციების დაწესებაზე ტარიფების მეშვეობით იმის გამო, რაც მათ გააკეთეს და ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს გავაკეთო“, - აღნიშნა ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს