თინა ბოკუჩავა - თბილისის აეროპორტში გამაჩერეს და არ მიშვებდნენ - გავაგრძელებთ ურთიერთლანძღვას თუ შევკავშირდებით? არ გავერთიანდებით? - დამყარდება დიქტატურა და საზღვარზე გასვლასაც ვეღარ შევძლებთ ან თუ გავალთ - სამუდამოდ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეაფერხეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ფაქტის გადაღება დაიწყო, საზღვარზე გაატარეს და ვილნიუსში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაზე დასასწრებად გაფრენა მაინც შეძლო.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, „საქართველოს საზღვარზე შესაძლოა სულ მალე რკინის ფარდა დაეშვას და საბოლოოდ დიქტატურაში აღმოვჩნდეთ“.

„ვილნიუსში მივფრინავ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაზე. საზღვარზე გამაჩერეს თბილისის აეროპორტში და არ მიშვებენ. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, მამისამართებენ სასაზღვრო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენელთან სხვა ლოკაციაზე, რომელიც ასევე დაყოვნების შემდეგ მიცხადებს: „თქვენ ჯარიმა გაქვთ, იცით, ხომ?“ ერთი ჯარიმის შესახებ ვიცოდი და მეორეც მქონია, აპრილის თვეში დაწერილი. ეს ოქტომბერში გაახსენდა რეჟიმს საზღვარზე, მაშინ, როდესაც მხოლოდ ბოლო 2 თვეში, 6-7-ჯერ მაინც ვიქნები გასული ქვეყნიდან ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების, დელეგიტიმაციის და სანქცირების მიზნით.

მოკლედ, გამიზნულად ისე მაყოვნებენ, რომ ჩასხდომა დასრულდეს. უკვე საბოლოო გამოცხადების გაფრთხილება ისმის. მოდის პოლიცია, რომელსაც განვუმარტავ, რომ უკანონოდ მიზღუდავს თავისუფლებას. ვიწყებ გადაღებას, ფრთხებიან, „კარგით, კარგით“ და ბოლოს მატარებენ.

პარტიების და პიროვნებების აკრძალვასთან ერთად, რეჟიმი ქვეყნის დატოვების აკრძალვასაც განიხილავს და სატესტო ნაბიჯებს დგამს უკვე, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით. როცა მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფად მიიწევს და შესაძლოა, სომხეთმაც კი მოისურვოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს საზღვარზე შესაძლოა სულ მალე რკინის ფარდა დაეშვას და საბოლოოდ დიქტატურაში აღმოვჩნდეთ. გავაგრძელებთ საჯარო ურთიერთლანძღვას, ქილიკს და კრიტიკას თუ შევკავშირდებით ადამიანები, ვინც რეალურად ვებრძვით რეჟიმს? ჩემთვის დღესდღეობით ერთადერთი რელევანტური კითხვა ეს არის. გავერთიანდებით? - გავიმარჯვებთ. თან ძალიან მალე. არა? - ქვეყანაში დამყარდება დიქტატურა და საზღვარზე გასვლასაც ვეღარ შევძლებთ მალე ან თუ გავალთ - სამუდამოდ“,- წერს ბოკუჩავა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე