ვლადიმერ პუტინი - სირიასთან ურთიერთობაში ყოველთვის სირიელი ხალხის ინტერესებით ვხელმძღვანელობდით

სირიასთან ურთიერთობაში ყოველთვის სირიელი ხალხის ინტერესებით ვხელმძღვანელობდით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს უკვე 80 წელზე მეტია მხარს ვუჭერთ და ეს ურთიერთობები რუსეთისთვის, საბჭოთა კავშირისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, 1944 წელს დაიწყო. სირიასთან არასდროს გვქონია ისეთი ურთიერთობა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ან განსაკუთრებულ ინტერესებთან იყო დაკავშირებული. ამ ურთიერთობებში ყოველთვის სირიელი ხალხის ინტერესებით ვხელმძღვანელობდით“, - განაცხადა პუტინმა.

კრემლში გამართულ შეხვედრაზე სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ აღნიშნა, რომ „ურთიერთობების გადატვირთვას ეცდება“.

„ვეცდებით ურთიერთობები გადავტვირთოთ. ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი სტაბილურობაა, როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში. ასევე, ჩვენ სერიოზული თანამშრომლობა გვაკავშირებს, მათ შორის, მატერიალური და ჩვენ ამ თანამშრომლობის გაგრძელებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა სირიის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა