არჩილ გორდულაძე - დაწესებულ ჯარიმებს პრევენციული შედეგები ვერ მოაქვს - 300 დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი თბილისის მილიონზე მეტ მოქალაქეზე ძალადობს, ხელს უშლის ტრანსპორტის, სასწრაფოსა და სახანძრო მანქანების გადაადგილებას

დაწესებულ ჯარიმებს პრევენციული შედეგები ვერ მოაქვს - შესაბამისად, 300 დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი თბილისის მილიონზე მეტ მოქალაქეზე ძალადობს და ხელს უშლის ტრანსპორტის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანების გადაადგილებას, - ასე ხსნის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების მორიგ ინიციატივას.

გორდულაძის თქმით, ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, რომ თავისუფლად გადაადგილდეს.

„როდესაც კონკრეტული პირები თავიანთი კონსტიტუციური უფლების ანუ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობენ, მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ ქვეყანაში სხვა ადამიანებიც არსებობენ და ისინი არ უნდა შეზღუდონ.

ჩვენ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთარი უფლებით ისარგებლოს - გამოხატოს თავისი აზრი, როგორც უნდა და სადაც უნდა, მაგრამ ისე, რომ გათვალისწინებული იყო სხვა ადამიანის უფლებებიც“, - განაცხადა გორდულაძემ.

პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრების საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

საკითხის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის