შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია, არც ექიმი და არც ვექილი - ამ „ხალხის მდინარეში“ ერთიც არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

ყველამ ყველაფერი იცოდა - 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, 4-მდე ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა.

„ყველამ ყველაფერი იცოდა - 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან.

4-მდე ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა. 4-ში კი ყველა მისულმა მოისმინა კითხვა - გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა, და ყველამ შესძახა - კი.

წილი იყარა და ქვეყნის დამამხობელთა „გაუჩერებელი მდინარე“ თავისუფლების მოედნიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ასაღებად გადაედინა.

შემდეგ იქნება სასახლის შტურმი, ცეცხლწაკიდებული ბარიკადები, გაპარული ლიდერები, 25 დაშავებული პოლიციელი და მათ გმირობაზე კისერწატეხილი გადატრიალება.

ამ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა.

ამ ვიდეოში სხვა ვერ, მაგრამ თავად ხომ ყველა ამოიცნობს საკუთარ თავს და ადგილს. ამიტომ, ეს ვიდეო მათ პირად ისტორიას დარჩება, როგორც შეხსენება თითოეული იქ შეკრებილისთვის, რომ 4-ში 4-ზე საკუთარი ქვეყნის მომავალი ვერ დაამხეს“, - წერს პაპუაშვილი და 4 ოქტომბრის აქციის ვიდეოს ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები