შალვა პაპუაშვილი - ყულაბები შექმნეს, რომლითაც წინსწრებით აფინანსებდნენ კანონდარღვევას, გამოწერილი აქვთ ღია ჩეკი ადამიანებისთვის, მიდი, დაარღვიე, გადაკეტეთ 20-მა კაცმა რუსთაველის გამზირი, პრობლემა შეუქმენით მილიონ-ნახევრიან ქალაქს

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თავი დაეძვრინათ კანონის დარღვევის გამო გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, ახლა წუხან იმაზე, რომ შესაძლოა, თავი ვერ დაიძვრინონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ცვლილებები შეაფასა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შედის.

მისი თქმით, დაანონსებული ცვლილებების მიზანი, ადამიანების საკანონმდებლო ჩარჩოში დაბრუნებაა.

„არანაირი რეგულაცია არ იცვლება, როგორც აქამდე ათწლეულების განმავლობაში მოქმედებდა წესი, რომ პროტესტი შეგიძლია გამოხატო, სადაც გინდა - ეს ისევ მოქმედებს. როგორც აქამდე მოქმედებდა წესი - პროტესტი, ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე თუ არ არის საჭირო, რომ გზა გადაიკეტოს და შესაძლებელია მათი დატევა მოედანზე ან სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე - გზა არ უნდა გადაკეტო.

ეს წესები წლებია მოქმედებს ჩვენთან და ყველგან, სამყაროში. ასე რომ ამაში არაფერი სიახლე არ არის.

სინამდვილეში, რასაც უცხოეთიდან დაქირავებული ორგანიზაციები ამბობდნენ არის ის, რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თავი დაეძვრინათ კანონის დარღვევის გამო გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. ახლა წუხან იმაზე, რომ შესაძლოა, თავი ვერ დაიძვრინონ. ასე კი სამართლებრივი სახელმწიფო არ არის აწყობილი. სამართლებრივი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ნებაა გამოხატული ამ კანონებში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ვინც კანონს დაარღვევს მას შესაბამისი სანქცია დაეკისროს და ეს სანქცია ისეთი უნდა იყოს, რომ მას პრევენციული ფუნქცია ჰქონდეს, ანუ ადამიანს არ უნდა უღირდეს მისი დარღვევა.

ვნახეთ, რომ ყულაბები შექმნეს, რომლითაც წინსწრებით აფინანსებდნენ კანონდარღვევას, გამოწერილი აქვთ ღია ჩეკი ამ ადამიანებისთვის, მიდი, დაარღვიე, გადაკეტეთ 20-მა კაცმა რუსთაველის გამზირი, პრობლემა შეუქმენით მილიონ-ნახევრიან ქალაქს და ყველაფერი გადახდილია. ასე ყველაფერგადახდილიაზე რომ იყვნენ, ამის გამო პასუხისმგებლობის მიღმა იყვნენ. შესაბამისად, მიზანი არის, რომ ყველა საკანონმდებლო ჩარჩოში დაბრუნდეს",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები