კახა კალაძე EPDE-ის ანგარიშზე - რეალობას არის აცდენილი და სიმართლეს არ შეესაბამება

დასკვნა რეალობას არის აცდენილი და არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება - რეალობა არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა „არა“ მოძალადეებს, აგენტურას ქვეყანაში და ქვეყნის მტრებს გარედან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის“ (EPDE) მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დადებული დასკვნის თაობაზე.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ასეთი ტიპის დასკვნა გასაკვირი არ არის იმ ადამიანებისგან, „რომლებიც ქვეყანაში პირველი გამყალბებლები არიან“.

„რატომ გიკვირთ აღნიშნული დასკვნა, თქვენ თვითონ ჩამოთვალეთ ის ადამიანები, ვინც პირველი გამყალბებლები არიან ქვეყანაში და რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების დროს პირდაპირ ISFED -ის გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა. რა გიკვირთ, რომ ამ ტიპის დასკვნას დებს?

რა თქმა უნდა, რეალობას არის აცდენილი და არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება“, - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სიმართლე არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა „არა“ მოძალადეებს, აგენტურას ქვეყანაში და ქვეყნის მტრებს გარედან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა