თინა ბოკუჩავა - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვისაუბრეთ ევროკავშირის მხრიდან სასანქციო პოლიტიკის აუცილებლობაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ოდრა პლეპიტეს შეხვდა.

როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა ევროკავშირის მხრიდან სასანქციო პოლიტიკის აუცილებლობაზე, რაც ითვალისწინებს მყისიერად უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას „ივანიშვილისთვის, მისი გარემოცვისთვის, პროპაგანდისტებისთვის, მოძალადეებისთვის“.

„დავასრულეთ შეხვედრა მე და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სადაც, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ევროკავშირის მხრიდან სასანქციო პოლიტიკის აუცილებლობაზე, რაც ითვალისწინებს მყისიერად უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ივანიშვილისთვის, მისი გარემოცვისთვის, პროპაგანდისტებისთვის, მოძალადეებისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უკვე მერამდენე შეხვედრა გვაქვს ევროპის დედაქალაქებში, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაკარგონ უვიზო მიმოსვლის, რომლის საფრთხეც ძალიან რეალურად დააყენა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ნაცვლად ამისა, უვიზო მიმოსვლა უნდა დაკარგოს ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ. 20-ში არის საგარეო მინისტრთა კომიტეტი, მინისტერიალი ევროკავშირის ქვეყნების და ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში სხვა სასანქციო ბერკეტებთან ერთად იმისთვის, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროკავშირისკენ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს