მარკო მიხელსონი - დიქტატორული პარტია „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს, - ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ.

„ქართული დიქტატორული პარტია „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს. ამისგან სარგებელს მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი იღებს“, - წერს მარკო მიხელსონი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებულ სარჩელზე საუბრისას განაცხადა, რომ „ზუსტი სია ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება, როდესაც სარჩელი ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში შევა“.

„შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, ვნახოთ, მცირე პარტიების ჩათვლით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ