დონალდ ტრამპი - პუტინთან სატელეფონო საუბარი ძალიან პროდუქტიული იყო - ერთმანეთს უნგრეთში შევხვდებით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი „ძალიან პროდუქტიული“ იყო.

ტრამპის თქმით, პუტინს ბუდაპეშტში შეხვდება, რათა „ვნახოთ შეგვიძლია თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის ამ “სამარცხვინო” ომის დასრულება“. ამასთან, ტრამპი აღნიშნავს, რომ თარიღი უცნობია.

ტრამპის განცხადებით, სჯერა, რომ დღევანდელი საუბრით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული.

ამასთან, ტრამპი აღნიშნავს, რომ ხვალ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს პუტინთან საუბრის საკითხებს.

“ამ წამს დავასრულე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი, ის ძალიან პროდუქტიული იყო.

პრეზიდენტმა პუტინმა მე და შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში დიდი მშვიდობის მიღწევა მოგვილოცა, ის, რაზეც, მისი თქმით, ის საუკუნეებია ოცნებობდა. ნამდვილად მჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში წარმატება დაეხმარება ჩვენს მოლაპარაკებებს რუსეთ/უკრაინის ომის დასასრულის მიღწევას. პრეზიდენტმა პუტინმა მადლობა გადაუხადა პირველ ლედის, მელანიას, ბავშვებზე მისი ჩართულობისთვის. ის ძალიან მადლიერი იყო და თქვა, რომ ეს გაგრძელდება.

ასევე, საუბრის დროის დიდი ნაწილი გავატარეთ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობის საკითხზე მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომი დასრულდება. საუბრის დასასრულს შევთანხმდით, რომ იქნება ჩვენი მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა, შემდეგ კვირას.

შეერთებული შტატების პირველ შეხვედრებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს სხვა ხალხთან ერთად, ვინც დადგენილი იქნებიან. შეხვედრის ადგილი გასარკვევია.

ამის შემდეგ პრეზიდენტი პუტინი და მე წინასწარ შეთანხმებულ ადგილას შევხვდებით ერთმანეთს, ბუდაპეშტში, უნგრეთში, რათა ვნახოთ შეგვიძლია თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის ამ “სამარცხვინო” ომის დასრულება.

პრეზიდენტი ზელენსკი და მე ერთმანეთს ხვალ, ოვალურ ოფისში შეხვდებით, სადა პრეზიდენტ პუტინთან ჩემს საუბარსა და ბევრ სხვა საკითხს განვიხილავთ. მჯერა, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული”, - წერს ტრამპი.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ