თიბისი x ილია თოფურია - თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

შეუძლებლის შეძლება მარტივი არ არის. მაგრამ როდესაც შენი თავის გჯერა, ეს რწმენა სხვებსაც აერთიანებს შენს გარშემო და ერთი შეხედვით მიუღწეველი მიზანიც უფრო ადვილად მიღწევადი ხდება.

წარმატების გზაზე პირველი ნაბიჯი ყოველთვის საკუთარი თავის, იდეის, მიზნის ან შესაძლებლობის დაჯერებით იწყება. თვითრწმენა ქმნის იმ ენერგიას, რომელიც ფიქრს რეალობად, ხოლო რეალობას - ერთ ან მრავალ გამარჯვებად აქცევს.

ბევრმა ადამიანმა ეს გზა უკვე გაიარა, ბევრი კი, ამ გზას ახლა გადის. თიბისი, თავისი გზავნილით „მთავარია გჯეროდეს“, სწორედ, ასეთი ადამიანების გარშემო ერთიანდება. დღეს, ილია თოფურია თიბისის ბრენდის ამბასადორი გახდა. თიბისისთან ერთად, ის ეცდება, შთაგონება და მოტივაცია მისცეს ყველას, ვინც წარმატების და გამარჯვების გზას ახლა ადგას. თიბისის და ილიას ერთად სჯერათ, რომ რწმენა და გამბედაობა, სიჯიუტესთან ერთად, ყოველთვის წარმატებამდე მიიყვანს ადამიანს.

ილია თოფურიამ შეუძლებელი ერთხელ კი არა, ბევრჯერ შეძლო - თვითრწმენით, სიჯიუტით და გამბედაობით. მისი განვლილი გზა გვახსენებს, რომ გამარჯვება ყოველთვის იწყება იქ, სადაც ჯერ შენი მიზნის მიღწევას იჯერებ და შემდეგ აღწევ მას.

ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი: „თიბისისთვის სასიხარულო და საამაყოა მსოფლიო დონის ვარსკვლავთან თანამშრომლობა. ილია თოფურიას კარიერა, მისი განვლილი გზა სამაგალითოა და ზუსტად ასახავს თიბისის მთავარ სათქმელს - მთავარია გჯეროდეს! ვფიქრობ, ამით ადამიანებს კიდევ უფრო მეტად შთავაგონებთ, საკუთარი მიზნის დაიჯერონ და რწმენა რეალობად აქციონ.“

ილია თოფურია:

„ძალზე მადლიერი და იღბლიანი ვარ იმის გამო, რომ თიბისის ოჯახის წევრი გავხდი. ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა, რომელიც ემყარება თავდაჯერებულ წინსვლას, თვითრწმენას, გამბედაობას და პირადი და პროფესიული ზრდის მიმართ თავდადებას. ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე ბანკს, რომელიც საქართველოში პროგრესის ფლაგმანია თავისი მტკიცე ღირებულებებით და მომავალზე მკაფიო ორიენტირებულობით”.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა