კახა კალაძე ეუთო-ს თავმჯდომარეზე - შეურაცხმყოფელია, როდესაც მსგავსი მაღალი თანამდებობის პირი ჩამოდის და ძალადობრივი დაჯგუფების აქციას ახალისებს - არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველო თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთ წარმომადგენელს არანაირი პატივისცემა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და ჩვენი კონსტიტუციის მიმართ არ გააჩნია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც კიდევ ერთხელ შეაფასა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის საპროტესტო აქციაზე მისვლის ფაქტი.

კახა კალაძის თქმით, შეურაცხმყოფელია, როდესაც მსგავსი მაღალი თანამდებობის პირი მიდის საპროტესტო აქციაზე და ახალისებს პროცესებს.

„ჩვენ ვიცით ქვეყნის შიგნით არსებული პროცესები საიდან იმართება, ვინ აფინანსებს. მათ თავიანთი პატრონები და დავალების მიმცემები ჰყავთ. ჩამოვიდა ეუთო-ს თავმჯდომარე და ნახა თავისი „შვილები“ როგორ ასრულებენ დავალებას. რაც შეეხება უშუალოდ მის ქმედებას, შეურაცხმყოფელია, როდესაც მსგავსი მაღალი თანამდებობის პირი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ძალადობრივი დაჯგუფების რამდენიმე წარმომადგენლის მიერ მოწყობილ აქციაზე მიდის. ის პირდაპირ ახალისებს მათ და ეს ძალიან მძიმეა.

ჩვენი უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნულ ფაქტზე განმარტებები უკვე გააკეთა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთ წარმომადგენელთან ცალმხრივი ურთიერთობის რეჟიმში ვრჩებით. მათი ქმედებები, რასაც საქართველოსთან მიმართებით აკეთებენ, ძალიან მძიმეა. არანაირი პატივისცემა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის, ჩვენი კონსტიტუციის მიმართ არ აქვთ. ჩვენ ხომ ვიცით რისთვის სჭირდებოდათ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველო თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ და მოიხსენიონ ისე, როგორც სათამაშო, რასაც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრიც ამბობდა, რომ საქართველო თურმე ევროპელების და ზოგადად უცხოელებისთვის კარგი სათამაშო ყოფილა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა