ვოლოდიმირ ზელენსკი Patriot-ის სისტემების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში Patriot-ის სარაკეტო სისტემების მწარმოებელი კომპანია Raytheon-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

„შევხვდი თავდაცვის კომპანია Raytheon-ის წარმომადგენლებს, რომელიც Patriot-ის სისტემებს აწარმოებს. მე მათ ვუამბე ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და რუსეთის მიერ ჩვენს მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გაძლიერებული თავდასხმების შესახებ“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს Raytheon-ის წარმოების სიმძლავრეები, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების გასაძლიერებლად თანამშრომლობის პოტენციური გზები და უკრაინულ-ამერიკული ერთობლივი წარმოების პერსპექტივები.

„უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის დაცვის გასაძლიერებლად გადაწყვეტილებები არსებობს და ჩვენ ყველა დონეზე ვმუშაობთ მათი რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. მადლობას ვუხდი Raytheon-ს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნისთვის“, - წერს ზელენსკი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა