ირაკლი კობახიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა პრეზიდენტის ოჯახის წევრს ერთ ლარად გადაეცა, რაც არის აბსოლუტურად ღია თავხედობა - საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა პრეზიდენტის ოჯახის წევრს ერთ ლარად გადაეცა, რაც არის აბსოლუტურად ღია თავხედობა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საინტერესო იქნება საქართველოს უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და საკითხის შესწავლა.

„ზოგადად, ყველამ ძალიან კარგად იცის რაც მოხდა ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის აბსოლუტურად ღია თავხედობა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა. დავით გურგენიძის განმარტებით, უნივერსიტეტი პროკურატურისგან ითხოვს, რომ ქონება, რომელიც მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის მხრიდან მიტაცებული იქნა, დაყადაღდეს და შემდგომ კვლავ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო