გია ვოლსკი - პოლიტიკურ ძალას, რომელიც რევოლუციური სისტემის განვითარებაზე გადავიდა, აქვს უფლება, პოლიტიკაში იყოს? - არ შეიძლება არსებობდეს პარტია, რომელმაც სადისტური მეთოდებით მართა ქვეყანა და დღეს კვლავ ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხას ცდილობს

წარმოიშვა მთავარი შეკითხვა - ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პარტიულ ცხოვრებას გამოეთიშა და რევოლუციური სისტემის განვითარებაზე გადავიდა, აქვს თუ არა უფლება, რომ პოლიტიკაში

იყოს? - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი სარჩელის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ოპოზიცია არ გაქრება”.

ვოლსკის განმარტებით, ინტელექტუალურ ადამიანებს, რომლებიც მსჯელობენ, კამათობენ, თუნდაც პრინციპულად უპირისპირდებიან სახელმწიფო პროგრამებს, საშუალება ექნებათ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს თავი მოაწონონ.

„არა, არ გაქრება [ოპოზიცია]. ოპოზიციური ფლანგი მნიშვნელოვანწილად დაიკავა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ხელისუფლების ბერკეტების ფლობის დროს, დანაშაულებს ჩადიოდა. არათუ შეფარული ან დამალულია რაიმე, პირიქით - თვითონვე ამბობენ, რომ სწორედ ეს დანაშაულები უნდა ჩაგვედინა, იმისთვის, რომ სახელმწიფოში წესრიგი დაგვემყარებინაო. საზოგადოებამ უყურა კადრებს, სადაც აუპატიურებენ, სცემენ, კლავენ და ხვრეტენ. იგივე ძალა დღეს ქვეყანას ერჩის, რომ დესტაბილიზაცია მოახდინოს, მაგრამ უკვე სხვა ბერკეტებს, უცხოურ დაფინანსებას, თანადგომას იყენებს. ამ რეალობაში წარმოიშვა მთავარი შეკითხვა - ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პარტიულ ცხოვრებას გამოეთიშა და რევოლუციური სისტემის განვითარებაზე გადავიდა, აქვს თუ არა უფლება, რომ პოლიტიკაში იყოს? დანაშაული მეორე საკითხია, მაგრამ ვინც ის სისტემა შექმნა, რამაც ქვეყანა დააზარალა და დღემდე ამ უშველებელი მემკვიდრეობით მოვდივართ, რასაკვირველია, იმან თავისი პოლიტიკური სტატუსით პასუხი უნდა აგოს. სწორედ ამან წარმოშვა კანონის შეცვლის აუცილებლობა, რომ აქ კონკრეტულ ადამიანებზე შეიძლება იყოს საუბარი - სისტემის შემქმნელებზე, კონკრეტული დანაშაულების არამხოლოდ ჩამდენებზე, არამედ ორგანიზატორებზე. ამასთან დაკავშირებით პასუხი ბევრმა აგო - 100-მდე მწამებელი და სადისტი ადამიანი გასამართლდა, მაგრამ ის შეკრებითობა რომ შეგვენარჩუნებინა, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა, არა მგონია დღეს რომელიმე ციხიდან ყოფილიყო გამოსული. ამ ლოიალობას განვითარება უნდა მოჰყოლოდა, მათ შორის, პოლიტიკური მიმართულებებით. მორჩა, ეს ტერიტორიები ოკუპირებულია - აქედან გამომდინარე, ინტელექტუალური ადამიანები, რომლებიც მსჯელობენ, კამათობენ, თუნდაც პრინციპულად უპირისპირდებიან სახელმწიფო პროგრამებს, იმათ საშუალება ექნებათ, რომ გამოვიდნენ. ასევე პოლიტიკაში დღეს მყოფ ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ ოპოზიციურად

განწყობილი საზოგადოების მოსაწონად. არ შეიძლება არსებობდეს პარტია, რომელმაც სადისტური მეთოდებით მართა ეს ქვეყანა და დღეს კვლავ ამ ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხას ცდილობს”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა