სალომე ზურაბიშვილი - კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება - ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს

კობახიძის გუშინდელი განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს! - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველო ბოლონიის პროცესიდან გამოდის, რომელშიც გაწევრიანებამ ოცი წლის წინ განაპირობა ქართველი სტუდენტების უმაღლეს ევროპულ სასწავლებლებში მიღება და მათი წარმატება.

„კობახიძის გუშინდელი განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს! 3+1-ს უმაღლეს სასწავლო სისტემის ციკლზე გადასვლა (ბოლონიის პროცესის 3+2+3 -ის სანაცვლოდ), ამას ნიშნავს!

საქართველო ბოლონიის პროცესიდან გამოდის, რომელშიც გაწევრიანებამ ოცი წლის წინ განაპირობა ქართველი სტუდენტების უმაღლეს ევროპულ სასწავლებლებში მიღება და მათი წარმატება. ეს ნიშნავს ეკვივალენტების დაკარგვას, ევროპული უმაღლესი სასწავლო სივრციდან (EHEA) გამოსვლას... აბა თქვენ იცით! გორელი პედაგოგები აგზავნეთ რუსეთში და თქვენი შვილები კი უძვირეს თბილისის ევროპულ სკოლებში, შემდეგ კერძო ამერიკულ თუ ევროპულ უნივერსიტეტებში!“, - წერს ზურაბიშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა