შს მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეს დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდა და ჭრის კვალი არ დადასტურდა

შს მინისტრის გელა გელაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეს დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდა და ჭრის კვალი არ დადასტურდა.

მისივე თქმით, ღობე ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა.

„ამაზე საუბარი უხერხულია კიდეც და სასაცილო. ჩვენ დამატებითი ექსპერტიზა დავნიშნეთ. კითხვის სახით დავსვით, ჰქონდა თუ არა ჯებირებს ჭრის კვალი.

რეალურად ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა დაზიანებები, რაც არის. ჭრის კვალი არ აღინიშნება. დამატებითი ექსპერტიზის პასუხები უკვე არსებობს“, - განაცხადა მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება