ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა, რამაც შეიძლება ომის სწრაფად დასრულებას ხელი შეუწყოს - რუსეთმა უნდა დაასრულოს აგრესია, ჩვენ აშშ-ის მხრიდან ზეწოლის იმედი გვაქვს

დონალდ ტრამპთან ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა, რამაც შეიძლება ამ ომის სწრაფად დასრულებას ხელი შეუწყოს. განვიხილეთ ჩვენი პოზიციები ბრძოლის ველზე, შორ მანძილზე შესაძლებლობები და საჰაერო თავდაცვის საკითხი, ასევე, რა თქმა უნდა, დიპლომატიური პერსპექტივები. რუსეთმა უნდა დაასრულოს აგრესია, რომელიც თავად დაიწყო და რომელსაც მიზანმიმართულად აჭიანურებს. ჩვენ აშშ-ის მხრიდან ზეწოლის იმედი გვაქვს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ომი „ბრძოლის ხაზზე უნდა გაჩერდეს“.

„ბრძოლის ხაზზე გაჩერდით და ორივე მხარე სახლებში დაბრუნდით, შეწყვიტეთ მკვლელობები. ახლავე ბრძოლის ხაზზე შეჩერდით. პრეზიდენტ ზელენსკის ეს ვუთხარი. პრეზიდენტ პუტინსაც ეს ვუთხარი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!