ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა

„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 75 წლის ელიაჰუ მარგალიტის ცხედარი „ჰამასმა“ ღაზაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გვიან ღამით გადასცა, რომელიც შემდეგ ისრაელში გადაასვენეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში 18 მძევლის ცხედარი რჩება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა „ჰამასს“ მოუწოდა, რომ ღაზას სამშვიდობო გეგმის პირობები დაიცვას.

„ჰამასი ვალდებულია, რომ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები შეასრულოს და დარჩენილი მძევლების ცხედრები გადმოგვცეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!