გია ვოლსკი - თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა - არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!

ფაქტია, რომ მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, უგანეს საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდს და იმ პრინციპებს, რაზეც მყარად ვიყავით შეთანხმებულები - არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება და მით უმეტეს ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე , ეს იყო ჩვენი პრინციპი - არავითარი დანდობა, ვინაიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი გაკეთებული და რეალურად ეხება თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს ოჯახებს და ეროვნული უსაფრთხოების თემას,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი ბინების, სახლებისა და პირადი ჩხრეკების განხორციელებას.

ვოლსკის თქმით, აღნიშნული ფაქტი ძალიან მძიმეა როგორც გუნდისთვის, ისევე მისი ლიდერისთვის, თუმცა გამოძიებას საკმაოდ მყარი მტკიცებულებები აქვს, სასამართლოში ამ საქმის მოსაგებად.

„ძალიან ემოციურია მთელი გუნდისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერისთვისაც განსაკუთრებით ემოციურია. პიროვნული ურთიერთობები, რა საკვირველია, საქართველოში არის ყოველთვის დაფასებული და სერიოზულ კვალს ტოვებს ადამიანების ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში რასაც თვალყურს ვადევნებთ, მძიმეა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა უგანეს, საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდს და იმ პრინციპებს, რაზეც მყარად ვიყავით შეთანხმებულები- არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება და მით უმეტეს, ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე. ეს იყო ჩვენი პრინციპი და ამ პრინციპს დავიცავთ და ამ პრინციპით ვართ მოწინავეთა შორის მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუკი ამ ბრძოლის დროს გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, ან თანამოაზრე, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაც არის და გარდა ამისა, არის ინდიკატორი იმ პრინციპისა, იმ პოლიტიკისა, რასაც „ქართული ოცნება“ მომავალშიც გაატარებს. არავითარი დანდობა, ვინაიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი გაკეთებული და რეალურად ეხება თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს ოჯახებს, ეროვნული უსაფრთხოების თემას. მე პირადადაც არაერთხელ მითქვამს, რომ ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოძიებას საკმაოდ მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა გააჩნია იმისთვის, რათა სასამართლოში ეს საქმე მოიგოს. ეს, ერთი მხრივ, არის გამოვლინება იმ პრინციპის და პოლიტიკისა, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა და დღესაც მყარად იცავს და მომავალშიც მყარად დაიცავს, მაგრამ, მეორე მხრივ, არის ძალიან მძიმე განცდა, პიროვნული, ემოციური, ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ჩვენი გუნდის ლიდერისთვის”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა