ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ადვოკატი გაასაჩივრებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატი გაასაჩივრებს.

როგორც ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, შაიშმელაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ადვოკატის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნის საჯარო მიმართვებში დანაშაულებრივი ნიშნები არ იკვეთება.

„რა საკვირველია, ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ იქიდან გამომდინარე, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა, რადგან დანაშაულებრივი ქმედება არ არსებობს",- განაცხადა მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

ცნობისთვის, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს