დონალდ ტუსკი - უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

„გუშინ, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებებისა და ევროპელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ ერთი რამ აბსოლუტურად ნათელია: რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - დაწერა ტუსკმა.

შეგახსენებთ, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ევროპელ ლიდერებს დონალდ ტრამპთან შეხვედრის დეტალები გააცნო.

„ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. ახლა მთავარი პრიორიტეტი, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის დაცვა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი და ევროპაში ყველას გაძლიერებაა. ჩვენ პოზიციებს ვათანხმებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის