ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპმა Tomahawk რაკეტებზე „არა“ არ თქვა, მაგრამ არც „კი“ თქვა - ვფიქრობ, პუტინს ნამდვილად ეშინია, რომ აშშ ამ რაკეტებს მოგვცემს და რომ მათ გამოვიყენებთ

ტრამპმა Tomahawk რაკეტებზე „არა” არ თქვა, მაგრამ არც „კი“ თქვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსია ეთერში 19 ოქტომბერს გავა.

„კარგია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა „არა” არ თქვა, მაგრამ დღეისთვის „კი”-ც არ თქვა,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ შორი მანძილის რაკეტებზე დიალოგის გაგრძელებს იმედი აქვს.

„უკრაინული წარმოების შორი მანძილის ათასობით დრონს ვიყენებთ სამხედრო მიზნების დასაბომბად. მაგრამ რუსეთი არა მხოლოდ ირანული და საკუთარი წარმოების დრონებს იყენებს… არამედ ასევე რუსული წარმოების რაკეტებსა და ჩრდილოკორეული წარმოების შორი მანძილის რაკეტებს. ეს ძალიან რთულია - მხოლოდ უკრაინული დრონებით ოპერირება. შორი მანძილის Tomahawk-ები და მსგავსი იარაღი გვჭირდება, რომელიც აშშ-ს აქვს, რათა კომბინირებული შეტევები განვახორციელოთ, როგორც ამას რუსეთი შვება,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ Tomahawk რაკეტებით შეიარაღებული უკრაინელი სამხედროები ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს ვლადიმირ პუტინისთვის.

„ვფიქრობ, რომ პუტინს ეშინია, რომ აშშ Tomahawk რაკეტებს მოგვცემს. და ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად ეშინია, რომ მათ გამოვიყენებთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის