ირანთან საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს ატომური იარაღის გავრცელებისგან დაცვას, ოფიციალურად დასრულდა - თეირანმა შეთანხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადა

ირანთან 10 წლის წინ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს ატომური იარაღის გავრცელებისგან დაცვას, ოფიციალურად დასრულდა - თეირანმა შეთანხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანა აღარ არის შეზღუდული შეთანხმებით - ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმით (JCPOA), რომლის ფარგლებშიც თეირანს, ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, საერთაშორისო სანქციები მოეხსნა.

„ამიერიდან ყველა დებულება, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვები და მასთან დაკავშირებული მექანიზმები, შეწყვეტილად ითვლება“, - ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თუმცა, უწყებაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანა „მტკიცედ გამოხატავს დიპლომატიისადმი ერთგულებას“.

The Guardian-ი წერს, რომ ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას, რომელსაც 2015 წელს ვენაში ხელი მოაწერეს ირანმა, ჩინეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და აშშ-მა მრავალწლიანი დიპლომატიური ჩიხი უნდა დაესრულებინა და ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში ახალი ეპოქა დაეწყო.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა