სალომე სამადაშვილი - ევროპული საბჭოს სხდომის წინ გერმანიის ელჩის გაწვევა, ნათელს ხდის, რა გადაწყვეტილებებსაც ველოდებით ბრიუსელიდან

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოდან ელჩ პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევას და აცხადებს, რომ ელჩის გაწვევა ნათელს ხდის, რა გადაწყვეტილებებია მოსალოდნელი ბრიუსელიდან.

„ევროპული საბჭოს სხდომის წინ გერმანიის ელჩის გაწვევა, ნათელს ხდის, რა გადაწყვეტილებებსაც ველოდებით ბრიუსელიდან“, - წერს სამადაშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, გერმანიამ საქართველოდან ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

გერმანიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიიღო გადაწყვეტილება, ელჩი ფიშერი შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის გაიწვიოს“.

როგორც ცნობილია, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო შეიკრიბება, რომელიც საქართველოს საკითხს განიხილავს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს