„ძლიერი საქართველო“ - ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკური რეპრესიების ახალ მასშტაბზე გადავიდა - ე.წ. ხელისუფლება არის რუსული და ერთი ერთში იმეორებს პუტინის გზას

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკური რეპრესიების ახალ მასშტაბზე გადავიდა, რომლის მსგავსიც აქამდე მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, „დღევანდელი დაკავებები არის ნათელი დადასტურება იმისა, რასაც ვამბობდით - ეს ე.წ. ხელისუფლება არის რუსული და ერთი ერთში იმეორებს პუტინის გზას“.

„დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესი არის ძალაუფლების მიტაცების ახალი ეტაპი, რომელიც საბოლოო ჯამში თითოეულ მოქალაქეს შეეხება.

ევროპული საბჭოს დაგეგმილი სხდომის წინ დაკავებების ახალი სერია ქვეყნის მიზანმიმართული საბოტაჟია, რომლის მიზანიც არის ევროკავშირის მხრიდან თანამშრომლობის ყველა ფორმატების საბოლოო გაუქმება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მომავალს ართმევს ჩვენს ქვეყანას.

„ქართულ ოცნებას“ სურს დაიჭიროს ყველა, ვინც მას არ ეთანხმება. დღეს რეჟიმის პოლიცია ქუჩის გადაკეტვით პროტესტის გამოხატვის გამო აკავებს ადამიანებს, ხვალ კი, უბრალოდ, ხმამაღლა საკუთარი მოსაზრების გამოხატვის გამო შემოიღებს პატიმრობას.

ეს არის საბჭოთა რეჟიმის შემობრუნების მცდელობა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გამოფხიზლდნენ. მათ უკვე აქვთ კარგი მაგალითი იმისა, რომ ივანიშვილისთვის ისინიც ისეთივე სამიზნეები არიან, როგორც სხვა მოქალაქეები. ივანიშვილი და კობახიძე შეეცდებიან დააკავონ ყველა, ვინც მათ არ დაეთანხმება.

დღევანდელმა დაკავებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს არცერთი მოქალაქე აღარ არის უსაფრთხოდ მანამ, სანამ ძალაუფლება ივანიშვილს აქვს მიტაცებული. ეს უნდა დასრულდეს!

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ პოლიტიკური გუნდი გმობს უდანაშაულო ადამიანების დაკავების თითოეულ ფაქტს!

თავისუფლება პოლიტიკურ ტყვეებს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა