ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მისი პროცესი გადაიდო

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც დღეს დააკავეს, გათავისუფლდა. მისი სასამართლო პროცესი გადაიდო.

"დედაჩემის 40 გამატარებინეს სასაფლაოს ნაცვლად, სადაც მივდიოდი, ხელბორკილით სასამართლოში", - განაცხადა ჩხარტიშვილმა გათავისუფლების შემდეგ.

ლაშა ჩხარტიშვილი იმ 14 პირს შორის იყო, რომლებიც 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში დღეს დააკავეს.

დაკავებამდე გავრცელდა ჩხარტიშვილის ვიდეო, სადაც მან სამართალდამცველებს განუმარტა, რომ შვილთან ერთად მიდიოდა დედამისის სასაფლაოზე.

"ხვალ ჩემი ფეხით მოვდივარ, პრობლემა არ მაქვს. ვიცი რაზეც მაწუხებთ - სავარაუდოდ, რუსთაველის გადაკეტვაზე. ოქმსაც ჩავიბარებ და ხვალ ჩემი ფეხით მოვდივარ. თუ მიმიშვებთ საფლავამდე ხომ კარგი, თუ არადა მაინც უღმერთოები და დიქტატურის მსახურები ხართ, რაზე გელაპარაკოთ. თუ დაკავებას აპირებთ, ადვოკატს უნდა დავურეკო“, - აცხადებდა ვიდეოში ჩხარტიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბერს მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავეს, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ.

შსს-ს თანახმად, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა“, რითაც დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. ასევე, "დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც, ასევე, კანონდარღვევას წარმოადგენს“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები