რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გაიხსნა - მომიტინგეების ინფორმაციით, მიმდებარედ პოლიცია იდენტიფიცირებისთვის მოქალაქეებს აჩერებს

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პარალელურად პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს აჩერებს იდენტიფიცირებისთვის. ასევე, მომიტინგეების თქმით, შსს-ს წარმომადგენლის მხრიდან დაიწერა შესაბამისი ოქმებიც.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა 20:00 საათის შედეგ სავალი ნაწილი გადაკეტეს. პოლიციამ მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა მომიტინგეები მოთხოვნა არ შეასრულეს.

პოლიცია მსგავს ღონისძიებებს ატარებს მას შემდეგ, რაც შეკრებებისა და მანიფესტაციებითან დაკავშირებით კანონმდებლობა გამკაცრდა.

როგორც ცნობილია, დილიდან 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავეს, ხოლო 13 პირის მიმართ საქმის წარმოება მიმდინარეობს. შსს-ს თანახმად, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, ასევე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება