შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით - სარჩელი უკვე შედგენილია, თუმცა მიდის საბოლოო დახვეწა, იმისთვის, რომ იყოს უმაღლესი სტანდარტის - მიმდინარე კვირაში წარვადგენთ ამ სარჩელს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი მზადაა და მიდის საბოლოო დამუშავება.

მისივე თქმით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირაში შევა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში უკვე წარვადგენთ. სარჩელი უკვე მზადაა და მიდის საბოლოო დამუშავება, ვინაიდან კომპლექსური სარჩელია. ვცდილობთ, რომ იყოს დასაბუთებული და შესაბამისი სტანდარტის სარჩელი. პარლამენტში ვმუშაობთ ამ საკითხზე. როგორც გითხარით, სარჩელი უკვე შედგენილია, თუმცა მიდის საბოლოო დახვეწა, იმისთვის, რომ იყოს უმაღლესი სტანდარტის სარჩელი. მიმდინარე კვირაში წარვადგენთ ამ სარჩელს. ექსტრემისტული დაჯგუფებები არ არიან ოპონენტები, ექსტრემისტული დაჯგუფებების ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის. დემოკრატიის მტრებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული პროცესი გამოიყენონ დემოკრატიის წინააღმდეგ. ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის. ამიტომაც არსებობს ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, მექანიზმი, რომ პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, ისინი არ იყვნენ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის მონაწილეები. რა იქნება სასარჩელო მოთხოვნა, როგორი იქნება და ა.შ. ამას ყველაფერს იხილავთ. ყველა ხარვეზი, რომელიც აქამდე არსებობდა ჩვენს კანონმდებლობაში, გამოსწორებულია. იცით, რომ ოფციები არის პარტიებთან დაკავშირებით. დაკავშირებულ პირებთან დაკავშირებით და ოფცია არის ასევე, მემკვიდრე პარტიასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ დემოკრატიის მტრების ადგილი არ იყოს პოლიტიკურ პროცესში. რომელი ოფციაც რა სახით და რა ფორმითაც მიაღწევს ამ შედეგს უფრო კარგად, ეფექტურად, ზუსტად ისე გამოვიყენებთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე შესაძლოა თუ არა პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ და მის წევრებს არ შეეხოთ საკონსტიტუციო სარჩელის მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ ისინი პარლამენტში შევლენ, პაპუაშვილის თქმით, „პარლამენტში საქმიანობას არანაირი კავშირი არ აქვს პარტიასთან დაკავშირებით მიმართვაზე“.

„არა, ჩვენ ასეთი მიზანშეწონილობებით არ ვხელმძღვანელობთ, როდესაც საკონსტიტუციო სარჩელზე ვმუშაობთ. ერთადერთი რასაც ვუყურებთ ამ მხრივ არის ამა თუ იმ პარტიის ჩართულობა ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში, ხარისხი რითაც ესა თუ ის პარტია საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წყობილებას. აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. პარლამენტში საქმიანობას არანაირი კავშირი არ აქვს პარტიასთან დაკავშირებით მიმართვაზე. მოლდოვაში აკრძალეს ერთ-ერთი პარტია, რომელსაც წევრები ჰყავდა პარლამენტში. ეს ურთიერთდაკავშირებული საკითხი არ არის. ჩვენი სარჩელი ეყრდნობა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს