დონალდ ტრამპი - თუ „ჰამასი“ კარგად არ მოიქცევა, მაშინ მათ გავანადგურებთ

თუ „ჰამასი“ კარგად არ მოიქცევა, მაშინ მათ გავანადგურებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, ენტონი ალბანეზესთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ „ჰამასთან“ შეთანხმება დავდეთ. ისინი კარგად მოიქცევიან და თუ არა, მაშინ მათ გავანადგურებთ, თუ ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, კვირას ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, ღაზაში „ჰამასის“ სამიზნეები დაბომბეს, მას შემდეგ, რაც დაჯგუფების მებრძოლებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს და ისრაელელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი მათგანი დაიღუპა.

დღეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი განახლდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს