სასამართლომ 19 ოქტომბერს აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ აქტივისტს თამარ თოთლაძეს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თამარ თოთლაძე, რომელიც 19 ოქტომბერს აქციასთან დაკავშირებით დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა თოთლაძეს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

19 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ამ დროისთვის, სამართალდამცავებს 5 პირი - საბა ჯაფარიძე, თემურ სარალიძე, თამარ თოთლაძე და ნინო ბერუაშვილი ჰყავთ დაკავებული, მათ შორისაა, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილიც.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა