მედია - აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტის განხილვა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე გადადო

სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტუნის განცხადებით, რუსეთისა და მისი სავაჭრო პარტნიორებისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის გამართვამდე შეჩერებულია, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

„ვფიქრობ, ისინი ამაზე ფიქრობენ - ვნახოთ, როგორ ჩაივლის ეს შეხვედრა პუტინთან რამდენიმე კვირაში“, - განუცხადა ტუნმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ის მჭიდრო კონტაქტშია რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემთან, რომელიც სანქციებთან დაკავშირებით თეთრ სახლთან კოორდინაციას ახორციელებს.

„ვფიქრობ, სულ მცირე, ახლა [გრეჰემი] თეთრ სახლთან მუშაობს იმის დასადგენად, იქნება თუ არა ნაყოფიერი დაგეგმილი შეხვედრა“, - დასძინა ტუნმა.

მეორე წყარომ, რომელიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, დაადასტურა, რომ კანონპროექტის განხილვა ტრამპ-პუტინის შეხვედრის დასრულებამდე, ფაქტობრივად, შეჩერებულია.

ცნობისთვის, რუსეთის სანქციების შესახებ კანონპროექტს 80-ზე მეტი თანასპონსორი ჰყავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე