ირაკლი ფავლენიშვილი - გიორგი გახარია გახლავთ ქრონიკული მოღალატე - ეს კაცი თავის ე.წ. გუნდთან ერთად ცდილობს, „ქოცურ“ წიაღში დაბრუნდეს, საპროტესტო ელექტორატის მიერ მისი განხილვა, როგორც ოპოზიციური ძალის, აღარ ხდება

გიორგი გახარია გახლავთ ქრონიკული მოღალატე, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი „გახარია-საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად პარტია ბოიკოტის რეჟიმს ასრულებს და მე-11 მოწვევის პარლამენტში შედის.

ფავლენიშვილის შეფასებით, გიორგი გახარია მის გუნდთან ერთად „ქოცურ“ წიაღში ცდილობს დაბრუნებას.

გიორგი გახარია გახლავთ ქრონიკული მოღალატე, რომელმაც უღალატა ჯერ ივანიშვილს, მერე საპროტესტო ელექტორატს, მერე ოპოზიციურ შეთანხმებას, მერე მე მგონი, უღალატა ბოლო ოპოზიციურ ე.წ. პარტნიორსაც და საბოლოო ჯამში, ეს კაცი თავის ე.წ. გუნდთან ერთად ცდილობს, რომ დაბრუნდეს „ქოცურ“ წიაღში და რამდენად დაბრუნდება, ესეც ცალკე საკითხია. მისი განხილვა, როგორც ოპოზიციური ძალის, საპროტესტო ელექტორატის მიერ, რა თქმა უნდა, აღარ ხდება“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

გარდა ამ საკითხისა, ფავლენიშვილმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, საქმე მარტივად არის, ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა დიქტატურა და დიქტატურისთვის საჭიროა, მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიები აღარ არსებობდნენ.

„მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარი აღარ არის, ამას არც ე.წ. პრემიერ-მინისტრი მალავდა და აცხადდა, რომ ათამდე პარტიაზეა საუბარი, ამიტომაც ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ათეულობით და ასეულობით პასიური ადამიანის საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე, არამედ, მათივე დათვლით, ასი ათასობით აქტიური ადამიანის საარჩევნო ხმის შეზღუდვაზე იმიტომ, რომ ეს ხალხი, ბოლო წლების განმავლობაში, მხარს უჭერდა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა აკრძალვასაც აპირებენ. იმიტომაც უპრეცედენტოდ, ავტორიტარულ, დიქტატორულ ნაბიჯთან გვაქვს საქმე, რომელიც ალბათ ქრესტომათიული მაგალითი იქნება დიქტატურის დამყარების, როდესაც მილიონზე მეტ მოქალაქეს შეუზღუდავენ აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენებას“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მათი გეგმა არის ის, რომ კომუნიკაცია ჰქონდეთ ხალხთან და ბოლომდე იბრძოლონ.

„გვქონდეს კომუნიკაცია ხალხთან, გავმართოთ აქციები იმიტომ, რომ ივანიშვილი გამოვიდეს და აკრძალოს სუნთქვა ამ ქვეყანაში - მივდივართ იქამდე, რომ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს აუკრძალავენ სუნთქვას. იმიტომ, რომ [ადამიანებს] უკრძალავენ ქუჩის გადაკეტვას, ოპოზიციური პარტიის დაფუძნებას, ოპოზიციური პარტიებისთვის ხმის მიცემას და ამ ყველაფერს თუ დავყაბულდით, მაშინ დიქტატურას შობენ და უსიტყვოდ განაპირობებენ მორჩილი ადამიანები, ამას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა