სლოვაკეთის სასამართლომ 72 წლის მამაკაცს, რომელმაც გასულ წელს რობერტ ფიცოს ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მამაკაცს, რომელმაც გასულ წელს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სლოვაკეთის სასამართლომ 72 წლის იურაი ცინტულას, რომელმაც 2024 წლის მაისში ფიცოს ესროლა, ტერორიზმის ბრალდებით 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სლოვაკეთის უზენაეს სასამართლოში შეუძლია.

შეგახსენებთ, მწერალმა იურაი ცინტულამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს გასულ წელს ქალაქ ჰანდლოვაში ოთხჯერ ესროლა. ცინტულას განცხადებით, მას ფიცოს მოკვლა არ სურდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!