Dunkin’, Wendy’s®️, და SUBWAY®️ საქართველოში ციფრულ ტრანსფორმაციას აპლიკაციის განახლებით განაგრძობენ

Dunkin’, Wendy’s®️, და SUBWAY®️ საქართველოში ციფრულ ტრანსფორმაციას განაგრძობენ და მომხმარებლებს უნიკალურ აპლიკაციას სთავაზობენ, სადაც სამივე ლეგენდარული ამერიკული ბრენდის უგემრიელესი მენიუს შეძენა ერთ პლატფორმაზე, ახლა უკვე ყველაზე ინოვაციური ფორმით შეუძლიათ.

როგორც Dunkin’, Wendy’s®️, და SUBWAY®️-ის ციფრული განვითარების ხელმძღვანელი დავით გუგავა აღნიშნავს, „აპლიკაციის UX/UI სისტემა მომხმარებლისთვის ინტუიციურ, მიმზიდველ და მარტივად გამოსაყენებელ ციფრულ გარემოს ქმნის. AI-გენერირებული პერსონიფიცირებული შეთავაზებები, ხარისხის კონტროლისა და მომხმარებლის გამოცდილების კვლევის შესაძლებლობა, პროაქტიური ტექნიკური მხარდაჭერა (24/7/365 + SLA), გემიფიცირებული ლოიალობის სტატუსის ცვლილება, გათამაშებებისა და მარტივი თამაშების მოდული, მონაცემთა ანალიზისა და ფინანსური მოდელირების უახლესი ტექნოლოგია გლობალურ ბაზრებზე მიღებულ გამოცდილებასთან ერთად, განახლებულ აპლიკაციას სრულად უნიკალურსა და ინოვაციურს ხდის მომხმარებლისთვის.“

Dunkin’, Wendy’s®️, და SUBWAY®️-ის აპლიკაცია საქართველოს ბაზარზე 2022 წლიდან არის ხელმისაწვდომი. განახლებულ აპლიკაციაში მუდმივი აქციები და ფასდაკლებები ლოიალობისთვის ბევრად მეტ სარგებელს სთავაზობს, მენიუს წინასწარი შეკვეთა კი, რიგების თავიდან აცილების შესაძლებლობაა და საყვარელ თავშეყრის ადგილებში სტუმრობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. დაგროვებული ბონუს ქულების გემრიელ საჩუქრებში გადაცვლა მომხმარებლების ლოიალობისთვის დამატებითი სტიმულია. Dunkin’, Wendy’s®️, და SUBWAY®️-ის აპლიკაცია „ვისოლის“ ლოიალობის სისტემასთანაცაა ინტეგრირებული და უნიკალურ სინერგიას ქმნის.

„ჩვენი მიზანია, მუდმივად ვნერგავდეთ ისეთ ინოვაციებს, რომლებიც მომხმარებელთა გამოცდილებას კიდევ უფრო აუმჯობესებს და თითოეული ბრენდის განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის,“ - აღნიშნავს გივი გვეტაძე, Wendy’s®, Dunkin’-ისა და SUBWAY®️-ის აღმასრულებელი დირექტორი.

„ახლახანს საქართველოს Dunkin’-ი ევროპის #1 ფრანჩაიზად დასახელდა, Wendy’s® გლობალურ ოჯახშიც გამოირჩევა საქართველოს Wendy’s®-ი მიღწეული შედეგებით, SUBWAY®-ც სწორედ „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად დინამიურად ვითარდება საქართველოში. შესაბამისად, ინოვაციური მიდგომები და უახლესი ტექნოლოგიებია, რაც დიდწილად განსაზღვრავს ლეგენდარული ბრენდების წარმატებასა და მათ მდგრად განვითარებას საქართველოს ბაზარზე. ახალი ციფრული ინიციატივებით, ჩვენ მომსახურების ახალ სტანდარტებს ვნერგავთ, რაც სამაგალითოა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ გლობალური მასშტაბითაც.“

Dunkin’, Wendy’s®️, და SUBWAY®️-ის ციფრული პროდუქტები ამ ეტაპზე განახლებული აპლიკაციის გარდა, თვითმომსახურების კიოსკებს, მიწოდების სერვისის აპლიკაციებს, რესტორნებში განთავსებულ უახლესი ტექნოლოგიის ციფრულ მენიუბორდებსდა AI ტექნოლოგიებს მოიცავს, რაც საბოლოოდ მომხმარებლის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის და განვითარების ახალ შესაძლებლობებს სახავს.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე