პრემიერი - გასული თვეების განმავლობაში გვაქვს 7.9% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი, რომელიც დაიდო თავიდანვე, გადაჭარბებით შესრულდება - ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე

გასული თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს 7.9% ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგნოზი, რომელიც დაიდო თავიდანვე, გადაჭარბებით შესრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდის მაღალი მაჩვენებელია.

„ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე, მეტყველებს იმაზე, რომ არის მაღალი ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მისი ეკონომიკური გარემოს და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ასეთი ტიპის პროექტები, როგორიც არის Emaar-ის Eagle Hills-ის პროექტი, რომელიც დაიწყება ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო