სასამართლომ „შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის“ კონსტანტინე მიქაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკავებული კონსტანტინე მიქაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე, ნინო ენუქიძემ მიქაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიქაიას "გზის ხელოვნურად" გადაკეტვას ედავებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის.

შსს-ს თანახმად, აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო სამი დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა