ნანა დიხამინჯია - განათლებაში პირდაპირ კონტროლის სისტემას ქმნიან - მომხრე განათლების ექსპერტებიც არ ჩაურთავთ პროცესში, არათუ მეორე მხარე, რადგან თუ ვინმე რეპუტაციას უფრთხილდება, ამას ვერ შეაქებს

განათლების რეფორმას რამდენიმე მიზანი აქვს, მათ შორის, ეს არის უნივერსიტეტების სრული კონტროლი და ფული, - ამის შესახებ „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორის მრჩეველმა ტექნოლოგიების მიმართულებით, ნანა დიხამინჯიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ განათლების დაანონსებული რეფორმების თაობაზე განაცხადა.

დიხამინჯიას თქმით, 1 200 სრული პროფესორიდან „ქართული ოცნება“ დაახლოებით 200-ს დატოვებს, რომლებსაც თავად აირჩევს და რომლებიც სრულ მორჩილებაში იქნებიან, ისინი კი თავის მხრივ, ისეთ ასისტენტებს აირჩევენ, რომელთა კონტროლსაც შეძლებენ, ამით კი ერთი დიდი კონტროლის სისტემა შეიქმნება.

„განათლების რეფორმას რამდენიმე მიზანი აქვს. პირველ რიგში, ეს არის პირდაპირ უნივერსიტეტებზე კონტროლი იმიტომ, რომ უნივერსიტეტები არცერთ ტოტალიტარულ სახელმწიფოს არ აწყობს. რუსეთში ასე მოხდა. დღეს ვკითხულობდი ფსბ-ს ყოფილი გენერლის სიტყვებს, რომ რუსეთის ყველა უნივერსიტეტში ვიცე-რექტორი არის კგბ-ს წარმომადგენელი.

პირველი არის უნივერსიტეტებზე სრული კონტროლი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რას ამბობს კობახიძე - ერთ მიმართულებას ეყოლება ერთი სრული პროფესორი, ორი ასოცირებული და ათი ასისტენტ-პროფესორი. ეს ისეთი ჩარევაა, რომ ყველა საერთაშორისო პროგრამიდან ამოვვარდებით.

ახლა ვერავინ ვერ აკონტროლებს უნივერსიტეტებს და ეს მათთვის ძალიან დიდი პრობლემაა, ამიტომ ეს უნდათ, რომ 1200 სრული პროფესორიდან დატოვოს 200, მარტო მათ მისცემს 10 000 ლარს. იმის გამო, რომ მათ ამდენი ხელფასი ექნებათ და თან სრულ პროფესორებად აირჩევენ ისევ „ქართული ოცნების“ წევრები, აირჩევენ თავის მორჩილ ადამიანებს, ისინი კი შეეცდებიან თავიანთ დაქვემდებარებაში აირჩიონ ის 12 ადამიანი და სრულად აკონტროლონ. პირდაპირ კონტროლის სისტემას ქმნის (ირაკლი კობახიძე).

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი არის ფული იმიტომ, რომ 3+1 ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, 25% აკლდება, ანუ რასაც ხარჯავდა გრანტებში, ის აკლდება. სკოლაში 8% აკლდება ხელფასებს, ეს ერთი კლასი რომ მოაკლდება. ეს, ერთის მხრივ, ხარჯის დაზოგვაა, მეორეს მხრივ, შენობებს გაყიდის და ამაში ძალიან დიდ ფულს გააკეთებენ იმიტომ, რომ ძალიან ცენტრალური შენობებია, საუკეთესო ადგილებზე, უზარმაზარი ტერიტორიებით“, - განაცხადა დიხამინჯიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება რეფორმების მოფიქრების პარალელურად, განათლების ექსპერტებს არ ესაუბრება და თავის მხრივ, ვერც „ქართული ოცნების“ მომხრე ექსპერტები იღებენ ხმას, რადგან საკუთარ რეპუტაციას უფრთხილდებიან და ვერ შეაქებენ დაანონსებულ რეფორმებს.

„თავისი მომხრე განათლების ექსპერტებიც არ ჩაურთავთ ამ პროცესში, არათუ მეორე მხარე. ხომ ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა განიხილოს, ჩვენ ხომ ვართ ამ საგანმანათლებლო საზოგადოების წევრები. ძალიან კარგად იცის განათლების ხარისხის ცენტრმა. არავინ გველაპარაკება ჩვენ, არავინ გვეძახის დებატებზე, რომ მეორე მხარის აზრი მოისმინონ და უფრო მეტიც - მე ვერ ვხედავ სადმე განათლების ექსპერტები თუ საუბრობენ იმიტომ, რომ ვინმე თუ თავის პროფესიულ რეპუტაციას უფრთხილდება, ვერ ილაპარაკებს და ვერ შეაქებს ამ რაღაცას, რომელსაც, არ ვიცი, კონცეფცია როგორ დაარქვეს“, - განაცხადა ნანა დიხამინჯიამ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს