მიხეილ სარჯველაძე - აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ჯანდაცვის მიმართულებით არსებობს პერსპექტივები, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს, ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ჯანდაცვის მიმართულებით არსებობს პერსპექტივები, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს, ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, რომლებთანაც თანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოსთვის გამორჩეული შესაძლებლობაა, რომ საკუთარი პოზიციონირება მოახდინოს, როგორც რეგიონის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ.

„ჩვენი დედაქალაქი მართლაც ძალიან გამორჩეულ მოვლენას მასპინძლობს, როგორადაც დაიმკვიდრა სახელი აბრეშუმის გზის ფორუმმა. მეხუთედ ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მართლაც ღირსშესანიშნავ თარიღად იქცა ბიზნესწრეებში, პოლიტიკურ წრეებში. მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ხელისუფლებებს შეუძლიათ ისაუბრონ იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც იძლევა აბრეშუმის გზის ფორმატში საერთაშორისო თანამშრომლობა.

ყველა ის პერსპექტივა განიხილება დღეს საქართველოს დედაქალაქში, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლოს არაერთმა დედაქალაქმა თანამშრომლობის გაღრმავებითა და გაძლიერებით. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც გამორჩეული შესაძლებლობაა, რომ საკუთარი პოზიციონირება მოახდინოს როგორც რეგიონის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ. საზოგადოდ, ეს პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას ყველა მიმართულებისთვის, რომელ მიმართულებასაც არ უნდა ეხებოდეს ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური კუთხით. რა თქმა უნდა, გამონაკლისი ვერ იქნება ვერც ჯანდაცვის მიმართულება. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, რომ არსებობს პერსპექტივები, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს, ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, რომლებთანაც თანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში