ლევან სანიკიძე - ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება გადის ჩამოშლაზე, რაც შეუძლებელია მოხდეს ქუჩის გარეშე, საქართველო კი რუსული და ირანული ფულის „სარეცხის მანქანა“ გახდა, „შავი ხვრელია“, სადაც სანქცირებული ტვირთი შემოდის

ჩვენ ასე ვხედავთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება გადის ჩამოშლაზე. ეს ჩამოშლა შეუძლებელია მოხდეს ქუჩის გარეშე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხს რუსთაველის გამზირზე გასაყვანად სჭირდება დამატებითი სტიმული, რაც გულისხმობს პარტნიორების მხრიდან სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას.

„მე ასე მგონია, რომ ჩვენ საზოგადოებას სჭირდება დამატებითი სტიმული, ეს სტიმულები არის გარედან დამატებითი ინფორმაციების მოწოდება სანქციებთან დაკავშირებით და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მართლა 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. მეორე - დიდი, სახალხო ერთიანობის გარეშე ძალიან რთული იქნება ამ ბატალიაში ყოფნა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ისინი ყველაფერზე მიდიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აქაც საერთო ფრონტის დაპირისპირება. ეს არ არის ყბადაღებული გაერთიანების თემა, რომელიც ამ ქვეყანაში მუდმივად არსებობს, განსაკუთრებით ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ. მე ასე ვუყურებ, რომ მათ შორის პარტიების გაუქმების საკითხი შესაძლებელია გახდეს ოპოზიციური და საზოგადოებრივი სპექტრისთვის, რომ ამის შემდეგ უკვე ფორმირდეს ერთი, ხაზგასმით ვამბობ, რომ აქ პარტიას არ ვგულისხმობ, ერთი ძლიერი სახალხო მოძრაობა, სადაც გაერთიანებული იქნებიან სახალხო ოპოზიციის წარმომადგენლები“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ქუჩის პროტესტი აუცილებელი ატრიბუტია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„ქუჩა შეიძლება იყოს მთავარი ატრიბუტი იძულებისთვის და ეს იძულება გადის ივანიშვილის ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებაზე, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ზუსტად ასე აფასებენ. ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ივანიშვილს მოკლული აქვს არჩევნების იდეა და ეს იდეა მან 2024 წლის 26 ოქტომბერს მოკლა. ჩვენი მთავარი პრეტენზია ე.წ. არჩევნებთან მიმართებაში (თვითმმართველობის არჩევნები) იყო ის, რომ არის აბსოლუტურად უსამართლო გარემო, პოლიტპატიმრები ციხეში არიან, რეპრესიების კიდევ უფრო გაღრმავებული ფორმა და [ცესკოს] ადმინისტრაციას წარმოადგენს ზუსტად იგივე ხალხი, ვინც 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასე ვხედავთ, რომ, ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება გადის ჩამოშლაზე, ეს ჩამოშლა შეუძლებელია მოხდეს ქუჩის გარეშე“, - განაცხადა სანიკიძემ.

გარდა ამისა, მან ასევე ისაუბრა „გახარია-საქართველოსთვის“ მიერ ბოიკოტის რეჟიმის დასრულებაზე და მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე.

„კონსტრუქციული კრიტიკა 2 თვის წინ არ შეეძლოთ გაეწიათ? რატომ არ შევიდნენ პარლამენტში ორი თვის წინ? იმიტომ, რომ აბსოლუტური ფიასკო განიცადეს ე.წ. საარჩევნო უბანთან. თბილისში ბარიერი ვერ გადალახეს, „ალტ-ინფომ“ გაასწრო. ამ პოლიტიკურ ძალაზე გვაქვს საუბარი, რომლის ლიდერიც გაიხიზნა და ბინადრობის უფლება მიიღო გერმანიაში. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ჩამოშლის რეჟიმშია, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ „ნაციონალურ მოძრაობაზე.

რა კონსტრუქციულ კრიტიკაზეა საუბარი? ამ ხალხს სჭირდება ფინანსური უზრუნველყოფა. (გახარიას პარტიის წევრები) 8 თვეა არ ყოფილან ქუჩაში გამოსული, ცოტა ხანი იყვნენ რუსთაველის გამზირზე და მერე, როდესაც ლიდერი გაეხიზნათ გერმანიაში, თვითონაც გაქრნენ. ჯერ „ლელოზე“ იყო მიბარებული, დროებით „დააპარკინგა“ „ლელოს“ პარკინგზე ეს პარტია და ახლა პარლამენტში დააპარკინგა გახარიამ. მათთვის აქ მთავარი არის ხელფასი და ეკონომიკური ბენეფიტების მიღება“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

მანა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტიის გაგზავნაზე.

„რუსული და ირანული ფულის სარეცხის მანქანა გახდა ქართული სახელმწიფო, დიდი სარეცხის მანქანა. „შავი ხვრელია“, სადაც სანქცირებული ტვირთი შემოდის. უკრაინა-რუსეთის განვითარებული პერიპეტიებიდან გამომდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად დაწესებული სანქციების გვერდის არიდების ჰაბია საქართველო და ფურცელზე არსებული ეკონომიკური ზრდა იმით არის განპირობებული, რომ ასეთი ტვირთი შემოდის ქვეყანაში და გადის. ამაზე ღიად საუბრობენ დასავლელი პარტნიორები და განსაკუთრებით, უკრაინის წარმომდგენლები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ, რომ ამ ქვეყნიდან ხდება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის არიდება. ეს არის ჩვენი დღევანდელი ყოფა. ქართული სახელმწიფო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩართულია, სამწუხაროდ, რუსეთის მხარეს,“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს