სერგეი რიაბკოვი - ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ვერ ვხედავ

რუსეთი ვერ ხედავს მნიშვნელოვან დაბრკოლებებს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის, თუმცა პროცესი მარტივი არ არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ვერ ვხედავ რაიმე მნიშვნელოვან დაბრკოლებებს. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ანკორიჯში პრეზიდენტების მიერ განსაზღვრული პარამეტრები, ეს ჩარჩოები, კონკრეტული დეტალებით იყოს დაზუსტებული. ეს რთული პროცესია, უნდა ვაღიაროთ. მაგრამ დიპლომატები სწორედ ამისთვის არიან, რომ ამ საკითხებზე იმუშაონ“, - განუცხადა რიაბკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს მზადებას რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შესაძლო სამიტისთვის, თუმცა მიაჩნია, რომ ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, მის შინაარსზე უნდა იყოს გამახვილებული.

„ვამბობთ, რომ სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს. მას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. მიგვაჩნია, რომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ შინაარსობრივ მხარეზე და ვიმუშაოთ ამაზე. საკითხები გრაფიკებთან, ფორმატებთან და ნაბიჯების თანმიმდევრობასთან დაკავშირებით, ძირითადად, შინაარსობრივი მხარიდან გამომდინარეობს. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას“, - განმარტა რიაბკოვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს